,,ეს ჩემი ბოლო არჩევნებია” – ერდოღანი

,,ეს ჩემი ბოლო არჩევნებია,” – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა 31 მარტს ჩანიშნული ადგილობრივი არჩევნების შესახებ განაცხადა.

,,კანონით მინიჭებული მანდატით, ეს ჩემი ბოლო არჩევნებია… შედეგი, რომელიც დადგება, იქნება მემკვიდრეობის გადაცემა ჩემს და-ძმებზე, რომლებიც ჩემს შემდეგ მოვლენ”, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, ერდოღანი თურქეთს უკვე ორ ათწლეულზე მეტი ხანია მართავს. ის 2023 წლის მაისში ხელახლა აირჩიეს ხუთი წლის ვადით.

მსგავსი თემები