აშშ-მა რუსეთისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კომპანიებს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუსეთისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კომპანიებს სანქციები დაუწესა.

,,დღეს დასანქცირებულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ვაგნერის PMC-ის საქმიანობის ხელშეწყობაში და, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქმედებებში. აღნიშნული პირები ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვებით შემოსავლის მიღებას ცდილობდნენ და ვაგნერის ჯგუფს და 2023 წლის აგვისტოში გარდაცვლილ ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციებს მატერიალური და ფინანსური დახმარება გაუწიეს”, – წერია განცხადებაში.

კერძოდ, აშშ-ის ხაზინამ სანქციები დააწესა ცენტრალური აფრიკული კომპანიის Bois Rouge SARLU-ს წინააღმდეგ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Wood International Group SARLU. აღნიშნული კომპანია “ვაგნერს” ტროპიკული ტყეების ხე-ტყის სამრეწველო გაყიდვით მიღებულ თანხებს, ამბოხებულებისგან ჩამორთმეული ტერიტორიების სამხედრო დაცვის სანაცვლოდ უხდის.

ასევე, სანქციები დაწესდა სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული რუსული კომპანია “ბროკერ-ექსპერტის” მიმართ, რომელიც დიდი ხანია შემოსავალს იღებს პრიგოჟინის მიერ დაარსებული კომპანიების საქმიანობიდან მთელს აფრიკის კონტინენტზე.

მსგავსი თემები