რუსული გაზი ჩინეთში და ჩინური მანქანები რუსეთის გზებზე

„რუსული ბუნებრივი აირი ამარაგებს უამრავ ჩინურ ოჯახს და ჩინური წარმოების მანქანები დადის რუსეთის გზებზე. ეს ყველაფერი აჩვენებს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ძლიერ მდგრადობასა და ფართო პერსპექტივებს“ –  ეს განხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკინში საერთაშორისო მედიის წარმომადგენებთან გააკეთა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრო.

როგორც  ვანგ ი აცხადებს, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა წინ მიიწევს და  ეს არის ორმხრივი სტრატეგიული არჩევანი.

„ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება არის ორი მხარის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც დაფუძნებულია ორი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებზე. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავუყვეთ მსოფლიოს ტენდენციას.

ჩინეთმა და რუსეთმა შექმნეს ძირითადი ქვეყნების ურთიერთობების ახალი პარადიგმა, რომელიც მთლიანად განსხვავდება ცივი ომის მოძველებული მიდგომისგან. არამოკავშირეობის, არაკონფრონტაციის და მესამე მხარის არამიზნობრივი ნიშნით, ჩინეთი და რუსეთი იბრძვიან ხანგრძლივი კეთილმეზობლობისა და მეგობრობისკენ და ცდილობენ გააღრმავონ თავიანთი ყოვლისმომცველი სტრატეგიული კოორდინაცია.

დღევანდელ სამყაროში ჰეგემონიზმი ვერ პოულობს მხარდაჭერას და განხეთქილება არსად მიგვიყვანს. დიდმა ქვეყნებმა არ უნდა ეძებონ დაპირისპირება და ცივი ომი არ უნდა დაბრუნდეს“ – განაცხადა ვანგ ი-მ.

შეგახსენებთ, რომ მარტის თვე ჩინეთისთვს პოლიტიკურად საკმაოდ აქტიური თვეა, რადგანაც ჩინეთის ყოველწლიური ეროვნული კონგრესი (პარლამენტი) სწორედ 5 მარტს გაიხსნა.

ეკა გულუა პეკინიდან

ჩინეთის რესპუბლიკის საერთაშორისო გამოწვევები და პოზიცია კონფლიქტებთან დაკავშირებით (ვიდეო)

მსგავსი თემები