დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაურიც ზის დაუცველ, ღობის გარეშე შენობაში – ღარიბაშვილი

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის წინ აღმართული ღობის მოხსნასთან დაკავშირებულ კითხვას არასერიოზულ თემას უწოდებს და ამბობს, რომ ამაზე განმარტებას კობახიძე გააკეთებს.

,,საკითხი არის არასერიოზული, არასერიოზული თემაა, ღობეზე რატომ უნდა ვილაპარაკო საერთოდ არ მესმის…ხარისხიანი იყო და ლამაზი იყო…მთავრობის მეთაური თავად განმარტავს ალბათ. საკითხის დასმა ისე, რომ, ვინაიდან, ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა და არ ვიცი, ღობეზე რატომ უნდა ვილაპარაკო, უხერხულია, უბრალოდ სირცხვილია. ამას განმარტავს თავად ბატონი ირაკლი კობახიძე. მიმართეთ მას და განმარტებას გააკეთებს…

არის საკითხები, რომლებიც წყდება, რა თქმა უნდა, იგივე დაცვის სამსახურების და სპეცსამსახურების და პოლიციის რეკომენდაციების მიხედვით. დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაურიც ზის დაუცველ, ღობის გარეშე შენობაში. მთავარი მიზანი და მოტივაცია, როდესაც მე თავის დროზე გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, ეს იყო უსაფრთხოებიდან გამომდინარე და რატომ? არის დესტრუქციული ძალები, რომლებიც გახსოვთ, რომ პირდაპირ ჩვენს გმირ პოლიციელებს როგორ შეურაცხყოფდნენ, კანცელარიის წინ,” – ამბობს ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები