​ბაიდენი ამბობს, რომ TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი დაამტკიცებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ TikTok-ის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს.

ჩინური სოციალური ქსელის აკრძალვის კანონპროექტს მხარს უჭერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონიც.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტმა ჩინურ კომპანია ByteDance-ს მოუწოდა, რომ TikTok-ზე უარი თქვას, ან აშშ-ში საქმიანობა აეკრძალება.

CBS News-ის მიხედვით კი, იუსტიციის დეპარტამენტმა ის საფრთხეები ჩამოაყალიბა, რომლებიც TikTok-ის მიერ შეგროვებულ დიდი რაოდენობით სენსიტიურ მონაცემებსა და ჩინეთის მთავრობის მიერ კამპანიაზე გავლენის მოხდენის საფრთხეს ეხება.

მსგავსი თემები