აფხაზეთიდან დევნილ 305 ოჯახს აქციის ფარგლებში პროდუქტები გადაეცა

დევნილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

აქციის ფარგლებში სასურსათო პროდუქტები აბაშის, ზუგდიდის, ჭკადუაშისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 305 ოჯახს გადაეცა.

პროდუქცები მოსახლეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აპარატის წევრებმა გადასცეს.

დევნილ საზოგადოებასთან შეხვედრების დროს მიმდინარეობდა მსჯელობა მათ წინაშე არსებულ პრობლემებსა და  ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.

აქციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  საპატიო და მადლობის სიგელებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დაჯილდოვდნენ.

ჰუმანიტარული აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი თემები