„საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან“ – ღარივაშვილი პრეზიდენტზე

„საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან.  ადამიანს, რომელსაც ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად, რამდენიმე წელიწადში ვხედავთ, როგორაა ჩართული დესტრუქციული ძალის ფერხულში“ – აღნიშნული განცხადება  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში აქტივთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე ქართველი ხალხი შეფასებას გააკეთებს.

„ყოველ კვირა ვისაუბრო კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტზე, ადამიანზე, არასწორია. სამწუხაროდ, საუბედუროდ, საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან . ადამიანს, რომელსაც წარმოდგენა და ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა და რომლის რეიტინგიც დაახლოებით 1% იყო, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად. რამდენიმე წელიწადში ვხედავთ, როგორაა ჩართული სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციული, მტრული, ანტიქართული, ანტიეროვნული ძალის პოლიტიკაში, ფერხულში, მათთან კოორდინაციაში“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები