„შაბათ დღეს არის ნამყოფი კონი აილენდის საავადმყოფოში, ორშაბათიდან დაიკარგა“ – ამერიკაში მესამე დღეა ქართველ ბიჭს ეძებენ

მესამე დღეა, ოჯახის წევრები აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს, კობა ძიგრაშვილს ეძებენ. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრი, ირმა ადეიშვილი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოლოს 36 წლის ახალგაზრდა კაცი ბრუკლინიდან ლონგ-აილენდზე მიდიოდა ცისფერი Toyota Prius-ით.

კობა კონი აილენდის საავადმყოფოში შაბათს, 17 თებერვალს იმყოფებოდა. მისი კვალი ორშაბათიდან – 19 თებერვლიდან იკარგება.

„კონი აილენდის საავადმყოფოში შაბათ დღეს არის ნამყოფი, ორშაბათიდან დაიკარგა ეს ბიჭი. ყველა და ყველგან ეძებს, სადაც და ვისთანაც კი შეხება ჰქონდა… ეძებს პოლიცია და საელჩოც“, – წერს მარი ტყეშელაშვილი.

მსგავსი თემები