უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება დანიასთანაც გააფორმა

ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა უკრაინასა და დანიას შორის უსაფრთხოების თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

დანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც არ არის დიდი შვიდეულის (G7) წევრი, რომელთანაც უკრაინამ ასეთი შეთანხმება გააფორმა.

დოკუმენტის მიხედვით, დანია უზრუნველყოფს F-16 მოიერიშე თვითმფრინავებისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობისა და მფრინავების გადამზადებას, ასევე, უკრაინის საზღვაო ფლოტის განვითარების მხარდაჭერასაც.

მსგავსი თემები