ყაზბეგის საბაჟოზე 419 კოლოფი არადეკლარირებული ელექტროსიგარეტი ამოიღეს

მებაჟე ოფიცრებმა ყაზბეგში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს. მათი ინფორმაციით, ამოღებულია 419 კოლოფი ელექტროსიგარეტი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ავტომობილში მალავდა. მისმა საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 109,48 ლარი შეადგინა.

,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში “ყაზბეგი”, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ – 419 კოლოფი ელექტრო სიგარეტი გამოვლინდა… საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,” – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები