რესპუბლიკურის მედპერსონალი დღეს ირაკლი კობახიძეს შეხვდება

დღეს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

ექიმების ნაწილი დაწყებულ რეორგანიზაციასა და შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილებას უკვე ერთ თვეა აპროტესტებს. მათთვის ასევე მიუღებელია ის არგუმენტაცია, რომლითაც მედიკოსებისთვის კომპენსაციების გაცემა ხდება.

პროტესტის მონაწილე ექიმების ნაწილი ამბობს, რომ შეუსაბამობაა სამთავრობო დებულებასა და რესპუბლიკურის მიერ მიღებული თუ გამოცემული ბრძანების შინაარსს შორის.

ექიმებსა და პრემიერს შორის შეხვედრა 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

მსგავსი თემები