მადრიდში, არასრულწლოვანმა 23 წლის ქართველი მამაკაცი მძიმედ დაჭრა

მადრიდში, ვილავერდეს რაიონში 16 წლის არასრულწლოვანმა, ქართველი მამაკაცი მძიმედ დაჭრა. 23 წლის ქართველ მამაკაცს ორი არასრულწლოვანი ჯერ ბოთლით ემუქრებოდა, შემდეგ კი ერთმა თავდამსხმელმა მსხვერპლს საჯდომში დანით ჭრილობა მიაყენა.

ადგილზე მისულ პოლიციას და სამედიცინო პერსონალს მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში დახვდათ. მას ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა. გადაუდებელი დახმარების გაწევის შემდეგ, დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

დაკავებული მოზარდი მადრიდის პროკურატურის არასრულწლოვანთა განყოფილებას გადაეცა.

მსგავსი თემები