საპარლამენტო დელეგაციის წევრები ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავენ

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ნატო-ს შტაბბინაში, საჯარო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს, კარმენ რომეროს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე და მისიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, მხარეებმა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ მიმდინარე ღონისძიებაზე და აღნიშნული მიმართულებით ნატო-საქათველოს თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე გამახვილდა.

მსგავსი თემები