“დიახ, მე ველოდები სულ სხვა ომს“ – რა ხდებოდა უკრაინის გენშტაბში?!

უკრაინის გენერალურ შტაბში მოსალოდნელ ცვლილებეზე, ქართველი მებრძოლები საუბრობენ, როგორც ვეტერანი მებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, გამოირკვა, რომ რამდნიმე ჯარისკაცი საერთოდ არ იყო ნამყოფი ფრონტის წინა ხაზზე და ისე იღებდნენ დიდ ხელფასს:

„გენერალმა სირსკიმ, სბუსთან ერთად ჩატარებული აუდიტის შემდეგ აღმოაჩინა, რომ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი ერთხელაც კი არ იყო ომის წინა ხაზზე და ისე იღებდა მაღალ ხელფასს,  ეს ადამიანები მალე წინ ხაზეე წავლენ, სულ  ყველა აბსოლიტურად, აუდიტი გრძელდება, დაჭერებიც იქნება, აი ამიტომ და არა მარტო ამის გამო, იყო საჭირო მთლიანად გადატვირთულიყო გენერალური შტაბი.

დიახ ველოდები სულ სხვა ომს,“ – წერს უკრაინაში მყოფი ქართველი ვეტერანი მებრძოლი, ვანო ნადირაძე.

ცნობისთვის, 58 წლის გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი დაინიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად თანამდებობიდან გათავისუფლებული 50 წლის ვალერი ზალუჟნის ნაცვლად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, სადაც გადაწყვეტილება ახსნა, თავიდანვე მიანიშნა, რომ გენერალი ზალუჟნი ზაფხულის წარუმატებელი კონტრშეტევის გამო ჩაანაცვლა.

მსგავსი თემები