,,აშშ ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს” – ჯონ კირბი

აშშ ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ირანს სანციებს რუსეთის მხარდაჭერის გამო დაუწესებენ. ,,რუსეთის სასტიკი ომისადმი ირანის მუდმივი მხარდაჭერის საპასუხოდ, ჩვენ დავუწესებთ დამატებით სანქციებს ირანს უახლოეს დღეებში და მზად ვართ უფრო წინ წავიწიოთ, თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიყიდის… ირანი რუსეთს უფასოდ არ ეხმარება. ირანის მხარდაჭერის სანაცვლოდ, რუსეთი თეირანს უპრეცედენტო თავდაცვის თანამშრომლობას სთავაზობს. ასე რომ, მთლიანობაში ირანი ეძებს მილიარდობით დოლარის სამხედრო აღჭურვილობას რუსეთისგან”, – განაცხადა კირბიმ.

მეტი...

მანქანაში მოწყობილი სამალავით 216 758 ლარის ოქროს ნაკეთობები შემოიტანა – დაკავებულია 1 პირი

საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი “სადახლო საავტომობილო”-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 216 758 ლარის საბაჟო ღირებულების 1 735 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.

მეტი...

ესპანეთში ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია სულ მცირე, 14 ადამიანი, მათ შორის ექვსი მეხანძრე და ერთი მცირეწლოვანი. ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ ვალენსიაში მოხდა. მრავალსართულიან კორპუსში გაჩენილი ცეცხლი მეზობელ სახლზეც გავრცელდა. მეხანძრეებმა მოსახლეობის ევაკუაცია აივნებიდან შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მეტი...

თბილისში ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისში ისნის რაიონში, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩის გახსნის საკითხის ინიცირება საკრებულოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობის მკვლევარს გოჩა ფერაძეს ეკუთვნის. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, სასიხარულოა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის მებრძოლი ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა. „საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი მიენიჭა. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების საქმეში. ვარლამ ჩერქეზიშვილი იყო დიდი პუბლიცისტი. ჩვენი ვალია, რომ პატივი მივაგოთ ასეთ დიდ მოღვაწეებს და მომავალ თაობებს…

მეტი...

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, რეანომობილი 3 საათის დაგვიანებით მივიდა

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, რეანომობილი 3 საათის დაგვიანებით მივიდა. ამის შესახებ  ინფორმაციას, წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს. ,,არაფერ ზედმეტს არ დავწერ – მოვითხოვ წალენჯიხას გადაეცეს რეანომობილი! გუშინ პაციენტი 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა რეანომობილი გამოძახებიდან სამი საათის შემდგომ მივიდა. დაანებეთ თავი ჯანდაცვის პოლიტიზებას-ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება!”, – წერს თამარ ბელქანია.

მეტი...

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს. 1919 წელს შექმნილი სამხედრო სკოლის იუნკერები ისტორიაში სწორედ 1921 წლის თებერვლის ბრძოლების შემდეგ შევიდნენ. საბჭოთა რუსეთის მიზანს საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დამხობა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ოკუპაციური, ბოლშევიკური რეჟიმის გავრცელება წარმოადგენდა. საბჭოთა რუსეთის მთავრობის მზაკვრული გეგმის თანახმად წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო არა როგორც დამპყრობელი, არამედ, როგორც მუშების და გლეხების მხარდამჭერი ძალა, იმ მუშების და გლეხების დაცავად, რომლებიც თითქოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას აუმხედრდა. რუსეთის წითელი…

მეტი...

94 წლის ასაკში ვიქტორია სირაძე გარდაიცვალა

94 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატი ვიქტორია სირაძე. ინფორმაციას პუბლიცისტი ნუგზარ ფოფხაძე ავრცელებს: ,,სულ ახლახანს გარდაიცვალა ქალბატონი ვიქტორია სირაძე.გასული საუკუნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ლეგენდა, განურჩევლად ყველასთვის სიკეთის მკეთებელი, დამხმარე და…სულიერად და გარეგნულად ულამაზესი ქართველი ქალი. 24 მაისს მას 95 წელი შეუსრულდებოდა. ძალიან ვწუხვარ და მტკივა. ვუთანაგრძნობ შვილიშვილებს, ახლობლებს, მეგობრებს”, – წერს ნუგზარ ფოფხაძე. სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატი, დაჯილდოებულია ოთხი ორდენით, სამი მედლითა და სხვადასხვა საპატიო სიგელით… ქალბატონი ვიქტორია 30 წლის განმავლობაში პრესასთან ურთიერთობაზე კატეგორიულ უარს ამბობდა.

მეტი...