აშშ-სთან პარტნიორობაში წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე – ირაკლი კობახიძე

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამერიკასთან პარტნიორობაში “წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე”.

,,წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გარკვეულია გამოვლინება იმისა, რომ შესუსტებული იყო თითქოს ინტერესის სტატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითად, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის უკვე არაერთი წელია, დაახლოებით 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება პროტოკოლურ საკითხებშიც, მაგალითად, მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით ალბათ უკვე მერვე წელია, უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერს არ მიუღია მილოცვა აშშ-დან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება მილოცვები.

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის კუთხითაც არ გვაქვს მაინც და მიანც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას”, – თქვა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, აშშ-ის ელჩს დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით გულწრფელად ესაუბრა.

მსგავსი თემები