პრეზიდენტი პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ცერემონიალზე არ მიიწვია

პრეზიდენტი პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ცერემონიალზე არ მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვიეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის”, – ნათქვამია პრესსამსაუხირს განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 13:00 საათზე, 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, რის შემდგეგაც პრეზიდენტი ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფას.

მსგავსი თემები