სალომე ზურაბიშვილმა, კოჯორსა და პარლამენტთან, იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო. ის ჯერ კოჯორში იმყოფებოდა მემორიალთან, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტთან მივიდა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ცერემონიალზე არ მიიწვია.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ ღონისძიებაზე “პრეზიდენტის მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა”.

მსგავსი თემები