ამოღებულია ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პვპ და სხვა – თეიმურაზ კუპატაძე

შინაგან საქამეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავა, მათ შორის 27 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

,,მიმდინარე წლის დასაწყისიდან შსს-სა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებულია, აქედან 27 ნარკორეალიზატორია.

მათ შორის არიან ისეთები, ვინც, ხელიდან ხელში გასაღებით ახდენენ რეალიზებას, არიან, ე.წ. დამდებები, ასევე არიან უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც სხეულის მეშვეობით შემოჰქონდათ საქართველოს საზღვარზე ნარკოტიკული საშუალებები.

დაკავებულია, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ბრალდებულების მითითებული ლოკაციებიდან, მათი საცხოვრებელი სახლებისა და მანქანების ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, კოკაინი, ალფა პვპ, სუბოტექსი, სუბოქსინი, მეტადონი, ემ დე ემ ა, მეფე დრონი, ამფეტამინი, ჰაშიში და კანაფი.

გამოძიება მიმდინარეობს შესაბამისი მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს”, – განაცხადა კუპატაძემ.

შეგახსენებთ, რომ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს ქსელი, რომელიც ნარკორეალიზატორებს ტელეგრამ არხებში აქვთ აწყობილი.

მსგავსი თემები