გორში „სპორტ-კაფეში“ ლიფტი ჩავარდა, დაშავდა ერთი ადამიანი

გორში, სტალინის გამზირზე რესტორან „სპორტ- კაფეში“ ლიფტი ჩავარდა, დაშავდა ერთი ადამიანი.

გორის პროკურორმა ლიფტის მშენებელს ბრალი დღეს წაუყენა. ადვოკატმა, ვაჟა სუხიტაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა.

პროკურორსა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მშენებელს ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

 

 

მსგავსი თემები