,,ივანიშვილზეა დამოკიდებული, ჩაერთვება თუ არა ის საარჩევნო კამპანიაში” – ირაკლი კობახიძე

ივანიშვილზეა დამოკიდებული, ჩაერთვება თუ არა ის საარჩევნო კამპანიაში. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

,,ეს არის მასზე დამოკიდებული, მის ხედვაზე. ჯერჯერობით არ გვქონია საუბარი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკაზე. გვექნება შეკრებები, დაიგეგმება დაარჩევნო კამპანია. პირველ რიგში, მასზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ხედავს ის საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებას”, – ამბობს კობახიძე.

მსგავსი თემები