კახეთში ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა – არიან დაშავებულები

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

თვითმხილველების ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ჯერ “ფორდის” მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა, შემდეგ კი გადატრიალდა. მგზავრებმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კახეთის ორ კლინიკაში გადაიყვანეს.

მგზავრები სოფელ ფშავლიდან თბილისის მიმართულებით მიდიოდნენ. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი თემები