აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინაში რუსეთის ომის 2 წლისთავთან, ასევე ალექსეი ნავალნის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აშშ-მა რუსეთს 500 ახალი სანქცია დაუწესა.

სანქციები დაედოთ ნავალნის პატიმრობასა და რუსეთის ომთან დაკავშირებულ პირებს, რუსულ ფინანსურ სექტორს, თავდაცვის ინდუსტრიას, შესყიდვების ქსელებსა და სანქციებისგან თავის არიდებაში მხილებულ პირებს. ექსპორტზე შეზღუდვები დაუწესდება 100-მდე კომპანიასა და ფიზიკურ პირს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აღნიშნავს, ახალი სანქციებით პუტინი კიდევ უფრო მაღალ ფასს გადაიხდის ქვეყნის საზღვრებს გარეთ აგრესიისა და შიგნით, რეპრესიებისთვის.

მსგავსი თემები