ჯანმო ღაზის საავადმყოფოში ჩარჩენილი პაციენტების ევაკუირებას აპირებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ღაზის ნასერის საავადმყოფოში ჩარჩენილი დაახლოებით 140 პაციენტის ევაკუირებას აპირებს.

,,ჯანმო გააგრძელებს კრიტიკულად დაავადებული და მძიმედ დაჭრილი პაციენტების ევაკუაციას ნასერის საავადმყოფოდან სამხრეთის სხვა საავადმყოფოებში, მათ შორის რაფაში, საველე ჰოსპიტლებში. თუმცა ეს ძალიან რთული და მაღალი რისკის მისიაა”, – განუცხადა გაეროს სააგენტოს აიადილ საფარბეკოვმა პრესკონფერენციაზე.

ისრაელში ამბობენ, რომ „ჰამასი“ საავადმყოფოებს ფარად იყენებს. „ჰამასი“ კი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ეს ჯანდაცვის სისტემის განადგურების საბაბია.

მსგავსი თემები