პრეზიდენტის მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა – პაპუაშვილი იუნკრების ხსოვნის დღის ღონისძიებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიასთან განმარტებას აკეთებს თუ, რატომ არ მიიწვია პარლამენტმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად.

,,წელს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული. შარშან ის მოწვეული იყო და არ მოვიდა ამ ღონისძიებაზე, კითხეთ მას მიზეზი, არ ვიცი რატომ არ მოვიდა, შესაბამისად ის შარშანაც არ იყო და წელსაც არ მოგვიწვევია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები