დღეს გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას სასამართლო ჩაინიშნა

დღეს, 18:30 საათზე გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. შესაძლოა მოსამართლემ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელოს.

პროცესის ჩანიშვნა პროკურატურამ მოითხოვა.

ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.

შეგახსენებთ, ხასაია და ჩიქობავა 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას მიმდინარე პროტესტის დროს დააკავეს. გამოძიება მათ აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავება.

მსგავსი თემები