გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა 3 000-3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

თბილისი საქალაქო სასამართლომ, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას 3 000 – 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდათ.

ისინი სასამართლო დარბაზიდან უკვე გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარე მათთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

პროცესი პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გამოძიება ხასაიასა და ჩიქობავას აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავება.

მსგავსი თემები