უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ დღეს ოკუპანტებმა 86 საჰაერო დარტყმა განახორციელეს

გასული დღის განმავლობაში რუსეთ-უკრაინას შორის 77 საბრძოლო შეტაკება მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯამში, ოკუპანტებმა 86 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ხოლო 46 შეტევა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო სისტემებიდან განხორციელდა.

„რუსეთის ტერაქტების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაშავებულები. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა…ჩვენი ჯარისკაცები აქტიურად აყენებენ ზიანს საოკუპაციო ჯარებს ცოცხალი ძალითა და ტექნიკით” – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

მსგავსი თემები