ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბკინკენკ საუდის არაბეთში, ეგვიპტეში, კატარში, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ჩავა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ დიპლომატიური მისიის დიდი ნაწილი „ჰამასის” მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას დაეთმობა.

ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის ვიზიტი კვირას დაიწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები