„მზად ვიყავით ამისთვის” – კობალაძე ასოციაციაში ფინანსურის შესვლაზე

„ეს პროცესი არის იმ რუსული კამპანიის გაგრძელება, რომელიც ჩვენს მიმართ მიმდინარეობს” – ამის შესახებ საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიგა კობალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაწყებული პროცესი მათ შევიწროებას ემსახურება

„ეს პროცესი არის გაგრძელება, იმ რუსული ბინძური კამპანიის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მიმართ და პირადად ჩემს მიმართ მიმდინარეობს. გუშინ შემოვიდნენ, ამოიღეს ყველა დოკუმენტაცია, ყველა კომპიუტერები. არ ვიცი რას ეძებენ, აბსურდული ბინძური ბრალდებით, რომ თითქოს ის ფინანსური დარღვევებია, რაც სისულელეა. მოლოდინი ამ ყველაფრის ჩვენ გვქონდა, რომ დაახლოებით ასე განვითარდებოდა მოვლენები და მზად ვიყავით ამისთვის. არანაირი პრობლემა არ გვაქვს,  რომ ვუპასუხოთ ნებისმიერ დასმულ კითხვას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ ემსახურება სამართალს და სამართლიანობას, ეს ემსახურება იმას, რომ შეგავიწროვონ” – აცხადებს კობალაძე.

ცნობისთვის, გუშინ, 2 იანვარს საავტორო უფლებათა ასოციაციაში ფინანსური შევიდა. გამოძიება თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს. ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორშაბათს გამოკითხვაზე დაიბარა.

მსგავსი თემები