ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პასუხის გაცემას დღეს დაიწყებენ

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებებზე იერიშები განახორციელა. როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს ეს არის პასუხი და მის მიერ გაცემული ბრძანების აღსრულება იწყება. „პასუხის გაცემა დაიწყო.  ამერიკის შეერთებულ შტატებს კონფლიქტის დაწყება არც ახლო აღმოსავლეთში და არც მსოფლიოს სხვა ნაწილში სურს, თუმცა, ამერიკელებზე განხორციელებული თავდასხმები უპასუხოდ ვერ დარჩება. იორდანიაში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების გაშვებული დრონის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამაზე პასუხი იქნება“ – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.  

მეტი...

ჩინეთმა და ნაურუმ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს

ჩინეთსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები განახლდა. აღნიშნულის შესახებ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის გასულ კვირას შედგა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ და ნაურუს საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა ლიონელ აინგიმეამ მოლაპარაკებები პეკინში  გამართეს  და ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს ხალხებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ჩინეთის რესპუბლიკა და ნაურუს რესპუბლიკა დიპლომატიურ ურთიერთობებს  ელჩების დონეზე აღადგენს.  

მეტი...