უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ განგაში უკავშირდება MiG-31K-ის მოზდოკის აეროდრომიდან აფრენას.

უკრაინელებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები