უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესტონეთმა უკრაინას 80 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა.
„ამით ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ვაძლევთ მკაფიო სიგნალს კრემლს, რომ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვებამდე” – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა
დახმარება მოიცავს ტყვიამფრქვევებს, სახმელეთო და წყლის ტექნიკასა და მყვინთავების აღჭურვილობასაც. პაკეტში შედის Javelin-ებიც.