„პრეზიდენტი არ მოითმენს თავდასხმებს ამერიკულ ჯარებზე და არც მე ვაპირებ ამას“ – ლოიდ ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები ამერიკულ ჯარებზე თავდასხმებს არ მოითმენს:

„პრეზიდენტი არ მოითმენს თავდასხმებს ამერიკულ ჯარებზე და არც მე ვაპირებ ამას. ჩვენი თანაგუნდელები ერაყსა და სირიაში მოქმედმა რადიკალებმა მოკლეს, რომლებსაც მხარს უჭერს ირანი.

7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფები ცდილობენ კიდევ უფრო მეტი არეულობა შექმნან. ვმუშაობთ, რომ თავიდან ავიცილოთ უფრო ფართო კონფლიქტი რეგიონში, მაგრამ ჩვენი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მივიღებთ. შესაბამისად, ჩვენ ვუპასუხებთ მაშინ, როცა ავირჩევთ იქ, სადაც ავირჩევთ და ისე, როგორც ავირჩევთ” – განაცხადა ოსტინმა.

შეგახსენებთ, 28 იანვარს, იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. ჯო ბაიდენი აშშ-ის ბაზაზე დარტყმებში ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს ადანაშაუელებს.

ირანი ბრალდებებს უარყოფს. იორდანიის მთავრობამ კი მომხდარი დაგმო და დარტყმებს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.

ცნობისთვის, გუშინ, იორდანიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მ ერაყსა და სირიაში ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

მსგავსი თემები