ნატა ფერაძის მხარდასაჭერად, სტალინის ფოტოებს საღებავი შეასხეს

ნატა ფერაძის მხარდასაჭერად დიღმის სამმართველოსთან აქცია მიმდინარეობს. შეკრებილებმა სტალინის  ფოტოებს ლურჯი საღებავი შეასხეს.

„ვაპროტესტებთ ნატა ფერაძის დაპატიმრებას. ჩვენ მოვიტანეთ აქ სტალინის პლაკატები, რომელსაც ოყნით შევასხით საღებავი. ვაპროტესტებთ სტალინიზაციას ამ ქვეყანაში და ვაპროტესტებთ იმ რეჟიმს, რაც დამყარებულია ჩვენს ქვეყანაში მმართველი პარტიის მიერ. სირცხვილია, რომ დღეს ადამიანს, სტალინის გამო იჭერენ” – აცხადებს ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი.

მსგავსი თემები