„რუსეთთან საზღვრის გახსნა არ შეგვიძლია“ – ფინეთის პრემიერი

„რუსეთთან საზღვრის გახსნა არ შეგვიძლია” – ამის შესახებ ფინეთის პრემიერმა პეტერი ორპომ განაცხადა.

მისივე თქმით, საზღვრის რუსულ მხარეს სხვადასხვა სასაზღვრო რეგიონებში მესამე ქვეყნების ათასობით მოქალაქე ელის, რომ ფინეთში არალეგალურად შემოვიდეს.

„გასაგებია, რომ საზღვრების გახსნა არ შეგვიძლია. ერთდროულად ამასთან ნებისმიერი არალეგალური შემოსვლის წინააღმდეგ ზომები უნდა მოვამზადოთ…

მარტივი გადაწყვეტილებები არ იქნება. მაგრამ მთავარი პრინციპი იმაშია, რომ ფინეთის საზღვრების უსაფრთხოებაზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე ვიზრუნებთ. ეს პირველ ადგილზეა”, – განაცხადა პეტერი ორპომ.

მსგავსი თემები