რუმინეთის მთავრობა აცხადებს, რომ ფერმერებსა და გადამზიდავებთან შეთანხმებას მიაღწია

რუმინეთის ხელისუფკებამ განაცხადა, რომ ფერმერებსა და გადამზიდავებთან შეთანხმებას მიაღწია. ცნობილია, რომ მთავრობა ფერმერებს დიზელზე სუბსიდიების გასაზრდელად ზომების მიღებას დაჰპირდა.

ცნობისთვის, ფერმერებისა და სატვირთო მანქანის მძღოლების აქცია რუმინეთში სამი კვირის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ტრაქტორებით და სატვირთო მანქანებით ბუქარესტთან მისასვლელი მაგისტრალები გადაკეტეს.

მსგავსი თემები