„კორპუსმა მიიღო ზიანი” – მოსახლეობა ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებს

მოსახლეობა ზაქარიაძის 10-ში, ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 2 ცათამბჯენი აშენებულია, მესამეს მშენებლობა კი იწყება.

მათი თქმით, მშენებლობის შედეგად, ზაქარიაძის 8-ში მდებარე კორპუსი სერიოზულად დაზიანდა:

„კორპუსმა მიიღო ძალიან სერიოზული ზიანი. ჯერ კიდევ 2014 წელს, მერიაში ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, მერიის ლაბორატორიამ ჩაატარა კვლევა და დადასტურდა, რომ ვიბრაცია იყო ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი იმისა, რომ მაშინვე აღმოჩენილი იქნა მზიდი კედლების დაზიანება, იატაკის და ა.შ. ბინებში უკვე გახეთქილი კედლები, ფანჯრები, ჩამოყრილი კაფელი. ამ ყველაფრის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ვიბრაცია, რომელიც აღნიშნულ შენობაზე მიმდინარეობს” – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მარიკა ჩიქოვანმა „მედიაცენტრ მთავარში”.

მათი თქმით, ბრძოლა არ შეჩერდება.

“ტერიტორია გასხვისდა იმ ფასზე გაცილებით ნაკლებ თანხად, ვიდრე ის რეალურად ღირდა. მას მოუხსნეს “მწვანე ზონს” სტატუსი. მოჭრეს 50-მდე ჯანსაღი ხე, მათ შორის ისეთი ხეები, რომლებიც წითელ ნუსხაში იყო შეტანილი. მშენებლობები ისე დაიწყეს, არ ჰქონდათ სეისმომედეგობის კვლევა. ამ ყელაფრის ფონზე ვზიანდებით ჩვენ, ადგილობრივი მოსახლეობა და არ ვაპირებთ მის დათმობას. მშენებლობა უნდა შეჩერდეს” – აცხადებენ დაზარალებულები.

 

“ეს არის კატასტროფა” – ცათამბჯენების მშენებლობა საბურთალოზე

მსგავსი თემები