სააპელაციომ საია-ს საჩივარი ნატა ფერაძის დაკავების შესახებ დაუშვებლად ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი აქტივისტ ნატა ფერაძის დაკავების შესახებ დაუშვებლად ცნო.

ორგანიზაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სააპელაციო მიიჩნევს, რომ დაუშვებლობის არგუმენტები შაბლონურია, ახალი გარემოებები და მტკიცებულებები კი საჩივარში არ არის.

„სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ჩვენი საჩივარი ნატას საქმეზე.

დაუშვებლობის არგუმენტები შაბლონურია – ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არ არის საჩივარშიო. ახალ მტკიცებულებებზე მსჯელობას არავინ ითხოვდა. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა რამდენად დასაბუთებული იყო საქალაქო სასამართლოს დადგენილება, განსაკუთრებით, გამოყენებული სანქციის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია და თავიდან მოიშორა საქმე” – წერს ნონა ქურდოვანიძე

ცნობისთვის, გუშინ, 2 თებერვალს, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში დააკავეს. ის დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები