„საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის ვემზადებით“ – ზელენსკი

„ამ კვირაში ჩვენ საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის ვემზადებით“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკების მთავარი საკითხი უკრაინის მხარდამჭერი პაკეტების მომზადება და განხილვაა.

„ამ კვირაში ჩვენ საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის ვემზადებით, რისთვისაც კიდევ უფრო მეტი აქტიურობა და ერთიანობაა საჭირო, არამხოლოდ უკრაინისა და უკრაინელებისთვის, არამედ სრულიად ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. მოლაპარაკების მთავარი საკითხი ჩვენი მხარდამჭერი პაკეტების მომზადება და განხილვაა.

უკრაინა დაიცავს საკუთარ ტერიტორიებს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს ამისთვის საკმარისი თავდაცვითი რესურსი, ყოველდღე ვიბრძვით მთავარი მიზნის მისაღწევად” – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები