ზედა ვანში ხიდი ჩაინგრა 03.02.2024 მედიაცენტრი მთავარი ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ვანში ხიდი ჩაინგრა. ცნობილია, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დაშავებული არავინაა. ამ დროისთვის რამდენიმე სოფელი რაიონულ ცენტრს სათადარიგო გზით უკავშირდება.