“მხარეები უნდა დაუპირისპირდნენ აზია-წყნარი ოკეანის დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას” – სი ძინპინი ვიეტნამში 

ჰანოიში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის და ვიეტნამის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა. როგორც სი ძინპინმა შეხვედრაზე აღნიშნა, ეს არის ვიზიტი, რომელიც ემსახურება თანამშღმლობის გაღრმავებასა და სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებას.

„ჩინეთისა და ვიეტნამის ეკონომიკა ერთმანეთს ავსებს და მჭიდროდ არის დაკავშირებული. „ქამარი და გზის“ ინიციატივისა და „ორი დერეფნისა და ერთი ეკონომიკური წრის“ სტრატეგიის თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერამ გახსნა ახალი პერსპექტივები ორ ქვეყანას შორის. ჩინეთი უფრო ხარისხიანი ვიეტნამური პროდუქციის იმპორტს მოახდენს, გააძლიერებს კავშირს ვიეტნამთან სამრეწველო და მიწოდების ქსელებზე, გააძლიერებს კავშირს და გააფართოვებს ვიეტნამთან თანამშრომლობას განვითარებად სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია და ციფრული ეკონომიკა“ – აღნიშნა სი ძინპინმა პრემიერთან შეხვედრაზე.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ  ჩინეთმა და ვიეტნამმა სოლიდარულად იმუშაონ და ორივე მხარემ შესაძლოა გაზარდოს იდეოლოგიური თანამშრომლობა.

„ორივე მხარემ უნდა დაიცვას და დაუპირისპირდეს აზია-წყნარი ოკეანის დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას და ამავდროულად, გააძლიეროს კოორდინაცია და თანამშრომლობა საერთაშორისო საქმეებზე და ერთობლივად დაიცვას ჯანსაღი გარე გარემო“  – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები