ვისთვისაც მიუღებელი იქნება, პოლიტიკით ვაჭრობა, ოლიგარქი ივანიშვილი, მოოლიგარქო ტიპაჟი კეზერაშვილი, ჩემ მიერ იქნება განხილული, როგორც პოტენციური პოსტსაარჩევნო პარტნიორი – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ახალ პარტიას დააფუძნებს. მისი თქმით, ვისთვისაც მიუღებელი იქნება ოლიგარქი ივანიშვილი, მოოლიგარქო კეზერაშვილი, განხილულ იქნება, როგორც პოტენციური პოსტსაარჩევნო პარტნიორი.

,,ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება სადამფუძნებლო ყრილობა, რომელიც დააფუძნებს პოლიტიკურ პარტიას. ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც ჩაერთვება პარტიულ პოლიტიკაში და მისთვის მიუღებელი იქნება პოლიტიკური კორუფცია, ძვირფასი იქნება ევროპული ფასეულობები, მიუღებელი იქნება პოლიტიკოსებითა და პოლიტიკით ვაჭრობა, მიუღებელი იქნება ოლიგარქი ივანიშვილი და მოოლიგარქო ტიპაჟი კეზერაშვილი, ყველა ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, ჩემ მიერ იქნება განხილული, როგორც პოტენციური პოსტ საარჩევნო პარტნიორი”, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები