წარმომადგენელთა პალატამ ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე გამოძიების ოფიციალურად დაწყებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე გამოძიების ოფიციალურად დაწყებას.

წარმომადგენელთა პალატამ გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუცია 221 ხმით 212 წინააღმდეგ დაამტკიცა

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები პრეზიდენტს და მის ოჯახს არამართლზომიერი შემოსავლის მიღებაში ადანაშაულებენ. ასევე იუსტიციის დეპარტამენტს ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის საქმის გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებენ.

„იმის ნაცვლად, რომ რამე გააკეთონ ამერიკელების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ისინი ორიენტირებულნი არიან ჩემზე ტყუილებით თავდასხმაზე. იმის ნაცვლად, რომ შეასრულონ თავიანთი სამუშაო, რომელიც სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, ისინი ირჩევენ დროის დაკარგვას ამ უსაფუძვლო პოლიტიკურ ნაბიჯზე“, – განაცხადა ბაიდენმა კენჭისყრის შემდეგ.

 

მსგავსი თემები