კრემლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა თქვა – „ყოჩაღ, რესპუბლიკელებო!“, თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რესპუბლიკელებს მოუწოდებს, „გააკეთონ თავიანთი საქმე“. ის რესპუბლიკელებს სადღესასწაულო დასვენებამდე, უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების დამტკიცებისკენ მოუწოდებს.

„პუტინის ერთგული ადამიანები მოსკოვში ზეიმობდნენ, როცა რესპუბლიკელებმა ხმა მისცეს უკრაინის დახმარების დაბლოკვას გასულ კვირას. კრემლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა სიტყვასიტყვით თქვა: „ყოჩაღ, რესპუბლიკელებო!“ თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, შეიძლება, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ”,- წერს ბაიდენი.

 

მსგავსი თემები