ასადი ინალ არძინბას აფხაზეთის აღიარებისთვის ძალისხმევას დაჰპირდა – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას შეხვდა.

ასადი არძინბას ჰპირდება, რომ ძალისხმევას მიმართავს არაბული ქვეყნების მიერ აფხაზეთის აღიარებისთვის.

საოკუპაციო რეჟიმმა ბაშარ ალ-ასადი მომავალ წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მიიწვია. ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, ინალ არძინბამ და ბაშარ ასადმა სირიასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს.

,,პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ყველა ღონეს გამოიყენებს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები