,,უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა”რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მან უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

,,უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ შეეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე დაყენებაზე. არა მხოლოდ მან, შევარდნაძემაც, დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა, ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა. მან პირველმა თქვა: “მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი”. ყველა ამ პიროვნებამ, ყველა ამ მთავრობამ შეასრულა თავისი როლი. სამწუხაროდ, საქართველოში მთავრობები შემდეგ ავტოკრატიულად იწყებენ ხოლმე მოქცევას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები