უკრაინა ევროპის ნაწილია, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა ვინმეს ამის აღიარება – პოდოლიაკი

იმის მიუხედავად, უნდა თუ არა ვინმეს ამის აღიარება და არის თუ არა ვინმე რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ, უკრაინა ევროპის ნაწილია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, რადგან ევროკომისიამ თავის დასკვნებში უკრაინის მიერ განხორციელებულ რეფორმებში მნიშვნელოვანი პროგრესი დააფიქსირა, როგორც მართლმსაჯულების სისტემის, ასევე ევროკავშირსა და უკრაინას შორის ეკონომიკური და ფინანსური რეგულაციების კორექტირების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, არის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის მომავალს ცოტა სხვანაირად ხედავენ. მათ აქვთ საკუთარი აზრის უფლება. უფრო მეტიც, ამ სიტუაციით სარგებლობით, მათ შეუძლიათ, გამოიყენონ შესაძლებლობა, ევროკომისიასთან ურთიერთობაში დაგროვილი შიდა პრობლემები გადაჭრან. ჩვენ ამას მშვიდად ვიღებთ, რადგან გვესმის, რომ დემოკრატია არ არსებობს დისკუსიების, დიპლომატიის და საკამათო საკითხების გადაჭრის გარეშე“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები