,,ჩვენ ნამდვილად არ წავაგებთ ომს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა”- დანილოვი

,,ჩვენ ნამდვილად არ წავაგებთ ომს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა, ჩვენს მხარეზეა ქვეყნების დიდი რაოდენობა, რომლებიც გვეხმარებიან იმ სისაძაგლესთან ბრძოლაში, რასაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია,”- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა განაცხადა.

,,გაითვალისწინეთ, ყოველი ღამის შემდეგ მოდის დღე და დღე იწყება მზის ამოსვლით, ჩვენი მზე აუცილებლად ამოვა. არ გვჭირდება ახლა პესიმიზმში ჩავარდნა. (…) კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: არის რთული სიტუაციები, მთავარი ის არის, რომ ისინი არ არიან საბედისწერო. დღეს არაფერია საბედისწერო”,- განაცხადა დანილოვმა.

მსგავსი თემები