რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვისა და კალუგას რეგიონებში ცხრა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

რუსული მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვისა და კალუგას რეგიონებში ცხრა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

„დღეს ღამით კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა საავიაციო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

 

მსგავსი თემები